თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კერძო სექტორში მიმდინარე გამრიცხველიანების გამო, წყალი ისანი-სამგორის რაიონში მესხიშვილის, ტირიფონის ქუჩებსა და წმინდა ბარბარეს დასახლებას, ვაკე-საბურთალოს რაიონში კი, ვაზისუბნის ქუჩას არ მიეწოდება.
აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება 20:00 საათიდან აღუდგება.
