„ატსტუპნიკებმა“, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან
„ატსტუპნიკებმა“, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვან
09:16 10.05.2012
ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ფართების უპირობოდ დაკანონების მოთხოვით ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს მორიგ აქციას გამართავენ.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი კვირის წინ შეტანილ კოლექტიურ განცხადებას რექცია არ მოჰყოლია.

მისი თქმით, „ატსტუპნიკების“ მოთხოვნებზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაგირების შესაბამისად, დღევანდელ აქციაზე გადაწყდება გამოუცხადებენ თუ არა ისინი ბოიკოტს არჩევნებს. მისივე თქმით, შესაძლოა, მათ მოქალაქეობაზეც თქვან უარი.

ლაღიძის განცხადებით, დედაქალაქში 40 000-მდე ბინათმოსარგებლეა. არჩევნებს ბოიკოტს კი, მათი უმრავლოსობა გამოუცხადებს.

ე.წ. „ატსტუპნიკები“ საცხოვრებელი ბინების დაკანონების მოთხოვნით, 4 თვეა საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ საბჭოთა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი ფართები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეიძინეს, თუმცა, ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა.

ბეჭდვა