საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტზე იმსჯელებს.
პროექტის თანახმად, პლენარული სხდომები ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება. საკომიტეტო და სასესიო კვირები აღარ იქნება, პლენარული სხდომა კი - 12:00 საათზე დაიწყება.
საპარლამენტო განხილვების გარდა, პროექტთან დაკავშირებით ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გასვლითი შეხვედრის ჩატარდება იგეგმება ბათუმში, რომელშიც საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
რეგლამენტის პროექტი რამდენიმე კომიტეტებმა უკვე განიხილა. დღემდე მხოლოდ ერთი შენიშვნაა ცნობილი, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ბობოხიძეს ეკუთვნის. ის სხდომების 12:00 საათზე დაწყების ნაცვლად, კვლავ 11:00 საათზე დაწყებას მოითხოვს.
