თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს
16:45 09.05.2012
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
“ვეტერანებს აქვთ დიდი დამსახურება, რადგან მათ ფაშიზმი დაამარცხეს, მათი გმირობა ყოველთვის იქნება მაგალითი მომავალი თაობებისთვის”- განაცხადა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა ემზარ ჭოჭუამ.
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილმა ვეტერანებმა, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მერძოლთა თავდადებასა და ფაშიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზეც ისაუბრეს.

ბეჭდვა