იერუსალიმში მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ქართველ სასულიერო პირებთან ერთად დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს მოილოცავს.
დღესვე პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე 25 თებერვალს დასრულდება.
გუშინ უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი D ილია II, პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
