ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთნ დაკავშირებით, დღეს ვაკის პარკში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მან ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და მხნეობა უსურვა.
ვაკის პარკში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებმაც ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ახალგაზრდებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
