იერუსალიმში მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ხვალ
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფლავს და მისი შობის ადგილს მოილოცავს.
ხვალვე პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვას აღავლენს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი წმინდა მიწაზე 25 თებერვალს დასრულდება.
დღეს უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, პალესტინის პრეზიდენტს, ბატონ მაჰმუდ აბასს შეხვდა.
