უცნობი ჯარისკაცის საფლავი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა გვირგვინით შეამკეს.
მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მეორე
მსოფლიო ომი მთელი თავისი კატასტროფული შედეგებით კაცობრიობის წინაშე დანაშაული იყო.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 67-ე წლისთავზე კაცობრიობა ომის შედეგად მიღებულ მწარე გაკვეთილებს უნდა ჩაუფიქრდეს.
„რაც შეეხება საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოიარა ეს საშინელება 1941 წლიდან 1945 წლის ჩათვლით მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება მინდა ვუსურვო. ისინი ბედნიერები არიან, რადგან გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში. მათ ყვლაზე მეტად გაუხარდებათ თუკი საქართველოში ომი აღარასოდეს იქნება“ - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, კაცობრიობა მორალურ საწყისებს წყდება, ადამინურ სახეს კარგავს და უფრო სასტიკი ხდება. ამიტომ, კაცობრიობამ კიდევ ერთი სისასტიკე აღარ უნდა დაუშვას.
