„დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ წევრებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს
„დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ წევრებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს
12:12 09.05.2012
უცნობი ჯარისკაცის საფლავი დღეს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ და „სახალხო კრების“ წევრებმა გვირგვინით შეამკეს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურძანაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, ომში უამრავი ქართველი იბრძოდა და 300 ათასზე მეტი დაიღუპა.
„ჩვენ ძალიან ბევრით ვართ დავალებული ამ ხალხისგან. მათ მსოფლიო ფაშიზმის უბედურებისგან გადაარჩინეს, თავგანწირულად იბრძოლეს და სამწუხაროა, რომ ისინი გულნატკენნი არიან ბევრი რამის გამო, რაც საქართველოში ხდება“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ეს იყო საქართველოს ომიც და ქართველებმა სხვებთან ერთად, ამ ომში გამარჯვება მოიპოვეს.
„მე პირადად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩემს ბაბუას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, 9 მაისი მივულოცე. ღვთის წყალობით იგი ცოცხალია, და კარგად ახსოვს ის უბედურება, რაც ქართველმა ხალხმა გადაიტანა“ - განაცხადა მან.
ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დღეს დილიდან მიდიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მოქალაქეები და ვეტერანები.

ბეჭდვა