შიდსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
შიდსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
12:10 09.05.2012
მიმდინარე კვირაში შიდსით 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს, მისი  გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.

შიდსის ცენტრის მონაცემებით, იანვარში - 4, თებერვალში – 9, მარტში – 13, ხოლო აპრილში – 8 პაციენტია გარდაცვლილი.

2012 წლის 1 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 3280 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 2 400 - მამაკაცი, ხოლო 880 - ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი 1975 პაციენტს განუვითარდა, მათგან 728 გარდაიცვალა.

2012 წელს შიდსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ მკურნალობას 1180 პაციენტი გადის, მათგან 36 - ბავშვია.

ბეჭდვა