კახეთს წყალდიდობა უკვე არ ემუქრება
კახეთს წყალდიდობა უკვე არ ემუქრება
11:35 09.05.2012
წყალდიდობა, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად იყო მოსალოდნელი, კახეთს დღეს აღარ ემუქრება.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს  ჰიდროპროგნოზების მიმართულების უფროსმა ქეთევან წიკლაურმა განუცხადა, კახეთში წვიმის ინტენსივობა შემცირდა, რაც რეგიონში გუშინ შექმნილ რთულ ვითარებას განმუხტავს.

წიკლაურის თქმით, კახეთის რეგიონის დიდ მდინარეებში წყლის დონემ მოიმატა, რაც გაზაფხულზე თოვლის დნობის პერიოდთან არის დაკავშირებული.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, წყლის დონის მატება მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.

წიკლაურის განმარტებით, დღეს კახეთში საღამოს და ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, რაც მდინარეებსა და ხევებში წყლის დონის მნიშვნელოვან მატებას არ გამოიწვევს.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჭერემისხევის ადიდებამ გუშინ სოფელ ველისციხესთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. დაზიანდა ასევე, სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც.

სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის უმეტეს რაიონებში დღეიდან გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს.

ბეჭდვა