იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის
დირექტორმა ვაჟა კიკნაძემ პოლონეთის პრეზიდენტისაგან უმაღლესი ჯილდო „ოფიცერთა საპატიო ჯვარი“ მიიღეს.
პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ საზეიმო მიღებაზე, თეონა იაშვილს და ვაჟა კიკნაძეს პოლონეთის პრეზიდენტის ბრონისლავ კომოროვსკის მიერ მინიჭებული საპატიო ორდენი, პოლონეთის ელჩმა საქართველოში ურშულა დოროშევსკამ გადასცა.
პრეზიდენტის ჯილდო მათ პოლონურ-ქართულ ურთიერთობებში, კერძოდ, ისტორიული კვლევების სფეროში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
პოლონეთის ელჩის დოროშევსკას განცხადებით, „ოფიცერთა საპატიო ჯვარი“ უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქეებს გადასცემს.
„სასიხარულოა, რომ პოლონეთის ეროვნული ზეიმის დროს მაქვს პატივი პრეზიდენტის სახელით მოგანიჭოთ ორდენები, რაც პოლონურ-ქართული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია“ - განაცხადა პოლონეთის ელჩმა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.
2009 წელს საქართველოში გაიმართა გამოფენა „საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები პოლონეთის შესახებ“, ხოლო 2010 წელს ექსპოზიციას „პოლონელები საქართველოში“ ვარშავამ უმასპინძლა. ეროვნულ არქივში დაცულია ევროპაში მოღვაწე სასულიერო პირის კირიონ მეორის პირადი ფონდი, რომელიც მე-15-მე-18 საუკუნეების პოლონურ ხელნაწერებს შეიცავს. დოკუმენტები პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ აღწერა, ამჟამად კი, მას პოლონელი მეცნიერები სწავ
