თსუ-ში "ვიქტორინა - 2012-ის" გამარჯვებული გამოვლინდა
თსუ-ში "ვიქტორინა - 2012-ის" გამარჯვებული გამოვლინდა
18:34 18.02.2012

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულების ვიქტორინაში თბილისის 173–ე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.


როგორც "ნიუსპრესს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მეორე ადგილი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე თბილისის 52–ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. დღევანდელ ვიქტორინაში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და გურჯაანის 25 საჯარო და კერძო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და ერთმანეთს გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ეჯიბრებოდნენ.
ვიქტორინის გამარჯვებულები სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დააჯილდოვა.
ღონისძიების ორგანიზატორები თსუ-ის "საბავშვო უნივერსიტეტი" და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტები არიან.

ბეჭდვა