მიწისძვრის განმეორების საშიშროება უახლოესი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება
მიწისძვრის განმეორების საშიშროება უახლოესი ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება
10:50 09.05.2012
მიწისქვეშა ბიძგები გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კიდევ 4-ჯერ დაფიქსირდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის  ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიმძლავრე 2-3 მაგნიტუდა იყო.

ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანში 7 მაისს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, 70-მდე განმეორებითი ბიძგი აღირიცხა.

სეისმოლოგების ცნობით, ბიძგების გამეორების საშიშროება კიდევ 2 დღე იქნება.

სეისმოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრების სიმძლავრე შესუსტდა და ისინი ვერც საქართველოს და ვერც აზერბაიჯანს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.

5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან 7 მაისს, 08:40 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც ძლიერად იგრძნობოდა.

ბეჭდვა