„განახლებული საქართველოსთვის“ მოქალაქეებს 12 მაისს დაგეგმილ აქციაზე ინფორმაციას მიაწვდის
„განახლებული საქართველოსთვის“ მოქალაქეებს 12 მაისს დაგეგმილ აქციაზე ინფორმაციას მიაწვდის
10:34 09.05.2012
პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თბილისის მეტროსადგურებთან დღეს, პარტიის მიერ 12 მაისს დაგეგმილ  შეკრებასთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალას გაავრცელებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღესვე პარტიის წევრები მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

12 მაისს 15:00 საათზე პარლამენტის წინ „განახლებული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები დევნილთა შეკრებას აპირებენ. მსგავსი ღონიძიება ამავე დღეს რუხში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ხობსა და ჩხოროწყუში იგეგმება.


ბეჭდვა