თბილისში, ზემო ფონიჭალაში გუშინ ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტომანქანაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი - ბავშვი.
შემთხვევის შედეგად ორი ქალბატონი და ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპნენ. ოთხი დაშავებული კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
