დღეს მსოფლიო ევროპის დღეს 62-ედ აღნიშნავს. ევროკავშირის ოფციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით სხვადსახვა ღონისძიებები გაიმართება, რომლებშიც
ევროკომისიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ფესტივალი „ევროპული დღეების კინო“ გაიხსნება, სადაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თითო ფილმს უჩვენებენ.
იტალიაში, რომში - სახელწოდებით „ევროპის აქცენტების გადატვირთვა შემოქმედებისა და სამეწარმეო სულისკვეთებისკენ“ ღონისძიება მოეწყობა.
ევროკავშირის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზო კი, ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის მე-15 ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მაღალი დონის კონფერენციას ევროპელი ლიდერები დაესწრებიან
ევროპის დღის ისტორია 1950 წლიდან იწყება. 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შესაქმნელად გადაგდა, რასაც დღეს ევროკავშირის სახელით იცნობს მსოფლიო.
მან ამ დღეს საერთაშორისო პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით პარიზში დეკლარაცია წაიკითხა, რომლითაც საფრანგეთს, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანებისკენ მოუწოდა.
9 მაისი ევროპის დღედ ევროკავშირის მიერ ოფიციალურად 1985 წლის გამოცხადდა. როგორც წესი, ამ დღეს ევროპაში ოფიციალური ღონისძიებებით, ფესტივალებითა და გამოფენებით აღნიშნავენ.
