პროფკავშირების გაერთიანება ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
პროფკავშირების გაერთიანება ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
14:06 08.05.2012
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ტრანსპორტის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნიუსპრესს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, ეს თანამშრომლობა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ და მისმა წევრმა საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა ქართველ მეზღვაურთა უფლებების დასაცავად, მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროფკავშირის წევრები არ იყვნენ“- განაცხადეს გაერთიანებაში და კმაყოფილება გამოთქვეს 4 ქართველი მეზღვაურის - ნუგზარ კონცელიძის, გელა შაინიძის, იმედა პაპიძისა და კახა ჩხიკვაძის ესპანეთიდან დაბრუნების გამო, რომლებიც კარტახენაში თითქმის ერთი წელი ხელფასისა და ლუკმა-პურის გარეშე იყვნენ მიტოვებული.

პროფკავშირების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ უგულებელყო პროფკავშირების წვლილი აფხაზეთში, თურქულ გემზე, რამდენიმე თვე ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურების გამოხსნაში.

„ასეთი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში, მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში, პროფკავშირების მიერ არაწევრი მეზღვაურებისთვის დახმარების შესაძლებლობას“-განმარტეს პროფკავშირებში.

ბეჭდვა