დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება
09:56 08.05.2012
დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღე აღინიშნება.  აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სადღესასწაულო მსვლელობას მოაწყობს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, მსვლელობა ორგანიზაციის 60-მდე მოხალისის მიერ სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან “მშვიდობის ხიდამდეა“ ფეხით დაგეგმილი. იგი ევროპის მოედანზე ფოტოსესიით დასრულდება.
ღონისძიება წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში იმართება, რომელიც 3-დან 11 მაისის ჩათვლით ლოზუნგით - "ახალგაზრდული შემართებით!" ტარდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მსგავსი ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 190 ქვეყანაში იმართება.

ბეჭდვა