დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა
დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა
09:34 08.05.2012
დღეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის დღე აღინიშნება.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ორგანიზაციის 60-მდე მოხალისე სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან “მშვიდობის ხიდამდე” ფეხით მსვლელობას მოაწყობს.
ისინი აღნიშნულ დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო ბუკლეტებსაც გაავრცელებენ. ღონისძიება ევროპის მოედანზე ფოტოსესიით დასრულდება.
ღონისძიება წითელი ჯვრის კვირეულის ფარგლებში იმართება, რომელიც 3-დან 11 მაისის ჩათვლით ლოზუნგით - "ახალგაზრდული შემართებით!" ტარდება. წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მსგავსი ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 190 ქვეყანაში იმართება.


ბეჭდვა