თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
09:29 08.05.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 14.00 საათამდე ვაკის რაიონში ენერგომომარაგება დაბა წყნეთის თევდორე მღვდლის, ამილახვრისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

ელექტროენერგია 15 საათამდე სამგორის რაიონში ვარკეთილი 3-ის III მიკრორაიონის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლებისა და ქაიროს ქუჩებს არ მიეწოდება.

ენერგომომარაგება 16 საათამდე მიცკევიჩის, ცაგარელის, საირმის, საბურთალოს, შმიდტის და მიმდებარე ქუჩებს, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, თამარაშვილის, ნუცუბიძის ქუჩის, აღმაშენებლის გამზირისა და წერეთლის გამზირის ნაწილს, ცაბაძისა და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.

ქვესადგურში „ავშნიანი“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17 საათამდე ელექტროენერგია გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის I და III მიკრორაიონების, ჯანჯღავას, ქერჩის, ხიზანბარელის, ხიზანიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა ასევე, ცოტნე დადიანის ნაწილს, ზაზიშვილის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ჩიტაიას, ფიროსმანის, ქინქლაძისა და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.

ქვესადგურში „ზღვისპირეთი” სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 17 საათამდე ელექტროენერგია კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს, ჩოდრიშვილის, ქებურიას, მუშათა, კელაპტრიშვილის, წაღვერისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.

ამავე პერიოდში შუქი ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, მესხის, ვეძინის, ლიხის, ჩაბალის, თხინვალის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის I და III ა მიკრორაიონების, მუხიანის II მიკრორაიონის, ანდრონიკაშვილის, ბაღნარის, გაგრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ხიზანიშვილის, ზაჰესის, სკოლის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ჩიქვანაიას, გუთნის, ახმეტის, ხახანაშვილის, წინანდლისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.



ბეჭდვა