დედოფლისწყაროს რაიონში რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დედოფლისწყაროს რაიონში რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
18:40 07.05.2012
დედოფლისწყაროს რაიონში რამდენიმე წუთის წინ მორიგი მიწისძვრა მოხდა.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს,  4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 18:22 საათზე დაფიქსირდა.

მისი ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 15-20 კილომეტრში იყო.

ბიძგები თბილისზეც გავრცელდა. ეს უკვე დღეს მომხდარი მე-5 მიწისძვრაა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

პირველი მიწისძვრა დღეს 08:40 საათზე დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში იყო, ხოლო სიმძლავრე - 5.7 მაგნიტუდა.



ბეჭდვა