საქართველოს უმეტეს რაიონებში სამი დღის განმავლობაში ითოვებს.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, მთელი
საქართველოს მასშტაბით სამი დღით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
სინოპტიკოსების პროგნოზით, გამოდარება 21 თებერვალს, დღის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. დღეს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10–15 მეტრი წამში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერდება 17-22 მეტრი წამამდე. ტემპერატურა დაბლობში +1 +6 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17–12 მეტრი წამამდე. ტემპერატურა +1 +6 იქნება.
დედაქალაქში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით ნალექი ხვალაც შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. დასავლეთის მიმართულების ქარი ხვალაც იქროლებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +4, ხოლო აღმოსავლეთში 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ღამით ყინვები უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
