თბილისში სხვადასხვა ქვეყნებიდან დამკვირვებლები უკვე ჩამოვიდნენ
თბილისში სხვადასხვა ქვეყნებიდან დამკვირვებლები უკვე ჩამოვიდნენ
14:41 07.05.2012
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად  საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან დამკვირვებლები უკვე ჩამოვიდნენ.
გრძელვადიანი მისიით ჩამოსულ დამკვირვებელთა ჯგუფს ამერიკული ორგანიზაცია „ღია დემოკრატიული საზოგადოება“ უხელმძღვანელებს.
როგორც აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯო რაის ჯონსონმა განაცხადა, დამკვირვებლების ნაწილი საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე აშშ-დან და კანადიდან ჩამოვიდა, მეორე ნაწილი კი - დაახლოებით 10 დღეში ჩამოვა. მთლიანობაში ორგანიზაცია საქართველოში გრძელვადიანი მისიით 20-25-მდე დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი. მოკლევადიანი მისიით კი, 300-მდე დამკვირვებელს ჩამოიყვანს.
„ღია დემოკრატიის საზოგადოება“ საარჩევნო პროცესებს როგორც არჩევნების წინ, ასევე, უშუალოდ აჩევნების დღეს დააკვირდება და შესაძლოა, პროცესების მონიტორინგი არჩევნების შემდეგაც განახორციელოს. დამკვირვებლები სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდებიან.
ორგანიზაციის წარმომადგნლები ახლო მომავალში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ისინი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასაც გაეცნენ.

„ღია დემოკრატიული საზოგადოება“ არჩევნების მონიტორინგს საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს. ორგნიზაცია საქართველოში არჩევნების პროცესის დასაკვირვებლად, გრძელვადიანი მისიით, საქართველოს მთავრობის ოფიციალური მოწვევით იმყოფება.

ბეჭდვა