წვიმისგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამოძახებები ისევ ფიქსირდება
წვიმისგან გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში გამოძახებები ისევ ფიქსირდება
14:06 07.05.2012
ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების გამო, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ბრიგადები გამოძახებებზე ამ დრომდე გადიან.  

როგორც „ნიუსპრესს“ სამსახურში განუცხადეს, ამჟამად, გამოძახებები გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის რაიონებიდან და ელიას მთიდან ფიქსირდება.

მოსახლეობა მაშველებს ძირითადად წვიმის შედეგად სახლებისა და კორპუსების ეზოებში დაგროვილი წყლის ამოტუმბვას სთხოვს.

ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, თბილისში სანიაღვრე სისტემების მუშაობა შეფერხდა და ბრიგადები არხების გაწმენდას ახდენენ.

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში ბუხაიძის ქუჩაზე სახლი ჩამოიგრა. სამსახურში სხვა დაზიანებებისა და ნგრევის შესახებ შეტყობინება ჯერ არ შესულა.

ბეჭდვა