პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Amnesty International-მა ქუთაისში „ქართული ოცნების“
ახალგაზრდების შეკრების წყლის ჭავლით დაშლასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2 მაისს, ოპოზიციის დაახლოებით 50 აქტივისტი პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბ-ბინაში შეიკრიბა. დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მსვლელობის მონაწილეებმა „ქუთაისქალაქობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად ძეგლთან სანთლები დაანთეს. ძეგლთან მისულ აქტივისებს ქალაქის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
„ნახევარი საათიც არ იყო გასული, როცა დასუფთავების სატვირთო მანქანა გამოჩნდა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ანთებული სანთლებისა და ტროტუარზე მდგარი აქტივისტების მიმართულებით წყლის ჭავლის გაშვება დაიწყო“- აღნიშნულია განცხადებაში.
Amnesty International-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახამად, საქართველოს მთავრობამ ოპოზიციის აქტივისტებს გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლება უნდა მისცეს.
„Amnesty International-ს სურს შეახსენოს ხელისუფლებას, რომ როდესაც
სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, ისინი ვალდებული არიან მიუკერძოებლად იმოქმედონ და ადამიანის უფლებები არ დაარღვიონ.
ჩვენი ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ ქალაქის ხელისუფლებას გააჩნია ვალდებულება დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, თუმცა, ამ ვალდებულებებმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ფეხქვეშ არ უნდა გათელოს“ - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
