დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საპატრიარქოს დელეგაციის წევრებთან ერთად ჯვრის მონასტერს მოილოცავს.
დღესვე დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა თეოდოს დიდის მონასტერს, წმინდა საბა განწმენდილის ლავრას, სადაც მოინახულებენ _ იოანე მოსხის, წმინდა საბა განწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავებს, ეწვევიან მოგვთა მღვიმეს, (ეს ის ადგილია, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ), თაყვანს სცემენ სპარსთაგან მოწყვეტილი მოწამეების წმინდა ნაწილებს.ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II პალესტინის ავტონომიაში ქ. რამალაში გაემგზავრება, სადაც პალესტინის პრეზიდენტთან, ბატონ მაჰმუდ აბასთან გამართავს შეხვედრას.
გუშინ უწმინდესი იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილეს შეხვდა.
