ავიატორები პარლამენტთან აქციას გამართავენ
ავიატორები პარლამენტთან აქციას გამართავენ
10:57 07.05.2012
ავიაციის ყოფილი თანამშრომლები კომპენსაციის გაზრდის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს მფრინავთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალბერტ ნურბეკიანმა განუცხადა, აქციაზე ავიაციის ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოსგან ყოველთვიური დახმარების გაზრდას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
მისი თქმით, მფრინავის პენსია 100 ლარი მხოლოდ საქართველოშია. სხვა ქვეყნებში ავიაციის თანამშრომლები მაღალ კომპენსაციას იღებენ.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაბალი პენსიაა. ჩვენი ბაზარი გაყიდულია, ხელოვნურად გაანადგურეს ავიაცია და ვეტერანები მშივრები დაგვტოვეს“ - განაცხადა ნურბეკიანმა.
მისივე თქმით, მათ იგივე მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართეს, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან მას რაიმე გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ვეტენარ მფრინავთა საპროტესტო აქცია სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან პერმანენტულად იმართება.

ბეჭდვა