თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია გაეთიშა
თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია გაეთიშა
10:53 07.05.2012
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ენერგომომარაგება  14.00 საათამდე ჩუღურეთისა და ვაკის რაიონებში ცოტნე დადიანის ნაწილს, ქურდიანის, მეუნარგიას, გოგოლის, კონსტიტუციის, დაბა წყნეთის სატყეო უბნის, ილია ჭავჭავაძის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩებს შეეზღუდება.
16.00 საათამდე შუქი ყაზბეგის გამზირის, საირმის, შმიდტის, ასათიანის, ზაქარიაძის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს, წმინდა ბარბარეს დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის ნაწილს, ახვლედიანის, ენუქიძისა და მიმდებარე ქუჩებს არ მიწოდება.
ქვესადგურში „დიდუბე“ სარემონტო სამუშაოების გამო, 17.00 საათამდე ენერგომომარაგება წერეთლის გამზირის ნაწილს, ცოტნე დადიანის ნაწილს, ზესტაფონის, სტანისლავსკის, წყალტუბოს, მირცხულავას, სამტრედიის, აგლაძის, ნინუას, გუდაუთის, თევდორე მღვდლის, ხოშარაულის და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელენქტროენერგია ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ოთარ ჭილაძის, გელოვანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანისა და მიმდებარე ქუჩებს, მუხიანის II მიკრორაიონის, გლდანის მასივის III, ა და VI მიკრორაიონების, ანდრონიკაშვილის, ბაღნარის, ჩიქვანაიას, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ამავე პერიოდში ელექტროენერგია ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კოსტავას, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებს, წულუკიძის, ლაღიძის, გუთნის, თელავის, ახმეტის და მიმდებარე ქუჩებს, გლდანის მასივის ”ა”, I, II, IIIა, V, VI მიკრორაიონების, მოსულიშვილის, ხერგიანის, ხიზანიშვილის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს შეეზღუდება.
18.00 საათამდე შუქი გურამიშვილის გამზირის ნაწილს, ცოტნე დადიანის ნაწილს, ღოღობერიძის, სტურუას, ხუდადოვის, მესხის, არბოს, ქსნის, ღრმაღელის, ვარდისუბნის, ერისთავის, კნოლევის, თმოგვის, დაისის, გვაზაურის, ქსოვრელის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „სოლოლაკი“ სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 12-დან 17.00 საათამდე მთაწმინდის რაიონში ამაღლების, კოჯრის, ლერმონტოვის, ასათიანის, ქიქოძის, იაშვილის, მაჩაბლის, ზალდასტანიშვილის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.


ბეჭდვა