ძლიერი წვიმის გამო, პირველი კლასიკური გიმნაზიის სახურავი დაზიანდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგემ ნუგზარ
გაბრიჩიძემ განუცხადა, ჭერიდან წყალი ჩამოვიდა, ნგრევას ადგილი არ ჰქონია.
მისი თქმით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, წვიმის გამო, მოსწავლეთა 100%-იანი დასწრება არ არის.
