ბუხაიძის ქუჩაზე 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა
ბუხაიძის ქუჩაზე 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა
09:49 07.05.2012
ძლიერი წვიმის შედეგად, წუხელ თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე იტალიურ ეზოში 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა.

როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციათა სამსახურიდან აცნობეს, სახლი ღამით დაახლოებით 02.00 საათზე ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაცითა სამსახურის ბრიგადებმა სახლის ბინადართა ევაკუაცია განახორციელეს. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გასულ ღამეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების დატბორვის რამდენიმე შემთხვევაც დააფიქსირეს.
მუხიანში კი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ბრიგადებმა წყალი ვაკეში, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელიდანაც ამოტუმბეს.

ბეჭდვა