დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან მიწისძვრა მოხდა
როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, 5.7 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 08:40 საათზე დაფიქსირდა.
მისი ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო, თუმცა, ის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერად დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ყარაღაჯთან იგრძნობოდა. ბიძგები თბილისზეც გავრცელდა.
მათივე ცნობით, ამავე სიმძლავრის მიწისძვრის განმეორების საფრთხე არ არსებობს, თუმცა, შედარებით მცირე ბიძგები მოსალოდნელია.
მოჰყვა თუ არა ნგრევა მიწისძვრას ჯერ უცნობია.
