„მედიატორის“ დამფუძნებელი გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ ახალ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს
„მედიატორის“ დამფუძნებელი გეგი ნიჟარაძის წინააღმდეგ ახალ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს
13:27 24.02.2015
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა კიდევ ერთი აუდიო ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა.

ხაბეიშვილის ინფორმაციით, ჩანაწერში ნათლად ჩანს როგორ აიძულებს გეგი ნიჟარაძე და მისი ყოფილი მოადგილე დავით მედულაშვილი ერთ-ერთ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრძანებით გათავისუფლებით ემუქრება.

„მედიატორის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ აღნიშნული თანამშრომელი, რომელიც მერიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 3 დღის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს და გეგი ნიჟარაძის სისსხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სითხოვს.

„თანამშრომელზე ზეწოლა, რომ მან სამსახური ნებით დატოვოს, სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს გეგი ნიჟარაძეს პირველად არ ჩაუდენია -მესამე კონკრეტული ფაქტია, რომელიც გამჟღავნდა. ეს ადამიანი არ ისვენებს, იმ ქმედებას აგრძელებს, რასაც შეჩვეულია და რაც შერჩა. ამიტომ დედაქალაქის მერს კი არა, საგამოძიებო ორგანოებს მივამართავთ, რომ გეგი ნიჟარაძის საქმით დაინტერესდეს და ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც გეგი ნიჟარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მას თანამშრომლებთან თანამდებობის დატოვების შესახებ საუბარი არ ჰქონია.

„თანამდებობის დატოვებაზე ლაპარაკი არ მქონია. თანამშრომლებს ბევრს ვესაუბრები, მაგრამ ასეთი საუბარი არ მქონია, ჩანაწერი უნდა ვნახო და მერე დამირეკეთ“,- განაცხადა ნიჟარაძემ.






ბეჭდვა