საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შედეგებზე,
გამოკითხულთა უმრავლესობა _ 75,9 პროცენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, გამოკითხულთა 15,5 პროცენტს კი, მიაჩნია რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებელი ოპოზიციაა.
კითხვაზე _ ვინაა პასუხისმგებელი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე, რესპოდენტთა 8,6 პროცენტს პასუხის გაცემა უჭირს.
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესის” შემდეგი გამოკითხვის თემა ამომრჩეველთა სიებს ეხება, კითხვით _ “ენდობით თუ არა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის შედეგებს“.
