“წითელი ჯვრის საზოგადოება” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სადილით გაუმასპინძლდება
“წითელი ჯვრის საზოგადოება” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სადილით გაუმასპინძლდება
16:59 06.05.2012
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ხვალ საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.
როგორც “ნიუსპრესს” ორგანიზაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აქცია “ცხელი სადილი ბავშვებს!” რუსთავში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოვლისა და სწავლების ცენტრში ჩატარდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სადილს თავად ცენტრის თანამშრომლები მოამზადებენ, ბენეფიციარები კი - “წითელი ჯვრის” მოხალისეებთან ერთად კონცერტს გამართავენ.
ღოსნიძიება “წითელი ჯვრის” პარტნიორი სამკერვალო საწარმოს “L .G. ”-ს მხარდაჭერით ხორციელდება.
იგი “წითელი ჯვრის” კვირეულის ფარგლებში იმართება.
მსგავსი ღონისძიებები “წითელი ჯვრის” საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

ბეჭდვა