ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ზოგადი უნარების გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ზოგადი უნარების გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ
18:09 17.02.2012
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტებით ისარგებლებენ.
როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ისინი ზოგადი უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ და მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩაირიცხებიან. ერთი წლის განმავლობაში კი სტუდენტები ქართულ ენას შეისწავლიან და შემდეგ წელს უმაღლესი განათლების მისაღებად სასურველ ფაკულტეტზე სწავლას განაგრძობენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა.
მეთორმეტეკლასელი აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეების რეგისტრაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №64 საჯარო სკოლაში დაესწრო.
ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები დაფინანსებას ზოგად უნარებში აღებული ქულების მიხედვით მიიღებენ, რომელიც აკადემიურ პროგრამებზეც ვრცელდება.

ბეჭდვა