საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ძველ ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ესტუმრა და მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
რეგიონში დღეს აჭარის რევოლუციის მერვე წლისთავსაც აღნიშნავენ, რასთან დაკავშირებითაც რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა აჭარის რევოლუცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი განახლებული აჭარის სიმბოლოა.
„ამ დღეს, ასლან აბაშიძე, რომელიც ყველაზე სახიფათო სეპარატისტი იყო საქართველოს ისტორიაში, აჭარის საზოგადოებამ და საქართველოს მთავრობამ გააძევა აქედან და აჭარა საქართველოს სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური განვითარების სივრცეს დაუბრუნდა“-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, აჭარის რევოლუციის შემდეგ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი ხდება.
