2011 საქართველოში 58 014 ბავშვი დაიბადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 2010 წლის მონაცემებზე 4 571-ით ნაკლებია - 2010 წელს 62 585 დაბადება დაფიქსირდა.
2011 წელს ყველაზე მეტი -16 715 ბავშვი თბილისში დაიბადა. შობადობის მაღალი მაჩვენებლით რეგიონებს შორის იმერეთი (8 835 ახალშობილი) და ქვემო ქართლი (6 889 ახალშობილი) ლიდერობენ.
შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 433 ბავშვი რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.
2011 წელს საქართველოში სულ 30 863, 2010 წელს კი - 34 674 წყვილი დაქორწინდა.
მოცემულ პერიოდში მომატებულია განქორწინებათა რიცხვი. 2011 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 5 850 წყვილი განქორწინდა. განქორწინებათა ძირითადი რაოდენობა თბილისზე მოდის. 2010 წელს განქორწინენების მაჩვენებელი 4 726 იყო.
