ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მე-2 ეტაპი დღეს გაიმართება
ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მე-2 ეტაპი დღეს გაიმართება
10:50 06.05.2012
საქართველოს კათოლოკის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II დღეს, გიორგობის დღესასწაულზე 460 ჩვილს მონათლავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან - „ძლევაი“ აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში, ჩვილთა 22-ე საყოველთაო ნათლობის მე-2 ეტაპი შედგება.
ნათლობა 16:30 საათზე დაიწყება. 19:00 საათზე კი, სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ჩვილთა 22-ე საყოველთო ნათლობის პირველი ეტაპი 22 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე გაიმართა, რომელზეც პატრიარქის ნათლულთა რიცხვს კიდევ 424 ჩვილი შეემატა.
სულ უწმინდესს 11 401 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

ბეჭდვა