„თრიალეთი-TV”-ს მაუწყებლობა ადგილობრივმა საკაბელო კომპანიამ გათიშა
„თრიალეთი-TV”-ს მაუწყებლობა ადგილობრივმა საკაბელო კომპანიამ გათიშა
18:15 05.05.2012
გორის ადგილობრივი ტელევიზია „თრიალეთი-TV”-ს საკაბელო მაუწყებლობა გათიშულია.
როგორც „ნიუსპრესს“ „თრიალეთის“ დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა განუცხადა, არხი გორის საკაბელო ტელევიზია „კოსმოსმა“ გათიშა.
მისი თქმით საკაბელო ტელევიზია „კოსმოსი“ იმავე პიროვნებამ შეიძინა, ვინც ხაშურის ტელეკომპანია „დეას“ ფლობს.
ნანეტაშვილის განცხადებით, არხის გათიშვის საფუძველი ტელეკომპანია „თრიალეთზე“ ზეწოლას უკავშირდება.
„რეგიონში არსებული საკაბელო ტელევიზია კანონით ვალდებულია ჩართოს იმავე რეგიონში მოქმედი მაუწყებელი“ - განაცხადა ნანეტაშვილმა.
ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენის მიზნით, უახლოეს მომავალში „თრიალეთის“ ხელმძღვანელობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და სასამართლოს მიმართავს.

ბეჭდვა