ძალადობის თემაზე ესეების კონკურსი დასრულდა
ძალადობის თემაზე ესეების კონკურსი დასრულდა
12:47 05.05.2012
იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, კონკურსის ბოლო ეტაპზე წარდგენილი 600 ნაშრომიდან 11 საუკეთესო ესსეს ავტორი იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგებს გაივლის.
სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების თემა ეფექტური პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.
საკონკურსო თემების პრეზენტაცია 12 მაისს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. მასში მონაწილე ყველა კონკურსანტი სიგელებით დაჯილდოვდება.
თხზულებების კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ მთავარ პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, 26 მარტს გამოაცხადა.

ბეჭდვა