ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან ყველა პენსიონერი და 6 წლამდე ბავშვი დაეზღვევა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან ყველა პენსიონერი და 6 წლამდე ბავშვი დაეზღვევა
11:17 05.05.2012
2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ უკლებლივ ყველა პენსიონერი და 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი დაეზღვევა.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა შუახევის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს პირადად გააცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დაზღვევა მიზნობრივი ჯგუფების გაზრდის პრინციპის დაცვით არის დაგეგმილი.
სამინისტროს მონაცემებით, 1 800 000 მოქალაქე სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის მფლობელი იქნება. მათივე ინფორმაციით ამ ციფრს კერძო კორპორატიული დაზღვევაც ემატება და ჯამში, ქვეყნის ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება.

ბეჭდვა