„ვისოლ ჯგუფი“ სამტრედიაში მხედველობის გაუმჯობესების კამპანიას იწყებს
„ვისოლ ჯგუფი“ სამტრედიაში მხედველობის გაუმჯობესების კამპანიას იწყებს
09:59 05.05.2012
„ვისოლ ჯგუფი“ დღეს, სამტრედიაში „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანია „ჯეოჰოსპიტალთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

მემორანდუმის ფარგლებში კომპანია სამტრედიაში მხედველობის გაუმჯობესების კამპანიას - „შეხედე სამყაროს სხვა თვალით“ დაიწყებს.

მემორანდუმის საფუძველზე, სამტრედიის მრავალპროფილური ჰოსპიტალის ექიმები მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირებს სამტრედიის რეგიონში უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევასა და მკურნალობას ჩაუტარებენ. ასევე, „ვისოლის“ დაფინანსებით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კატარაქტით დაავადებული პირებისთვის უსასყიდლოდ ჩატარდება მხედველობის კორექციის ოპერაციები და უსასყიდლოდ გაიცემა ოპტიკური სათვალეებიც. მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა უბნების მიხედვით განხორციელდება. აქციაში მონაწილეობის მსურველებმა ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებს უნდა მიმართონ.

ბეჭდვა