თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება
20:21 04.05.2012
თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია გაეთიშება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „ცენტროლიტი“ სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 5 მაისის ღამის 01:00-დან 06:00 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა ცენტროლიტის დასახლების, სარაჯიშვილის, ჯანჯღავას, ბარალეთის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, კაჭარავას, ქერჩის და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს შეეხება.
აღნიშნულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდეგებათ.

ბეჭდვა