დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ყაზბეგის რაიონში, ბუნების ახალი ძეგლები იქმნება.
ამასთან დაკავშირებით, ცვლილება "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის მიხედვით, ყაზბეგში დამატებით დაცული ტერიტორიები იქმნება, რომელიც მოიცავს - ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლსა და თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლს.
რაც შეეხება აღნიშნული ძეგლების ფართობს, ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი 8707 ჰა, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლის - 335.7 ჰა, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლის 0.04 ჰა, ხოლო თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლის ფართობი 4.2 ჰექტარია.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ძეგლების შექმნა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ გამოიწვევს.
პროექტის ავტორი გარემოს დაცვის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა.
