ფოთში, მეთევზეებმა აქცია გამართეს
ფოთში, მეთევზეებმა აქცია გამართეს
14:13 06.02.2015
ფოთში, მეთევზეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან შუამდგომლობას სთხოვს.

მეთევზეები ხელისუფლებისგან კანონის „გარემოს დაცვის შესახებ“ გადახედვას ითხოვენ.

მათი თქმით, შავ ზღვაში ქართველ მეთევზეებს თურქ მეთევზეებთან შედარებით ქაფშიის მოპოვება არათანაბარ პირობებში უწევთ.

მეთევზეები ითხოვენ, რომ პრობლემა მთავრობამ ლიცენზიების დარეგულირებით მოახერხოს.

აქციის მონაწილეებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მთავრობის გადაწყვეტილებას ფოთში 40-მდე სეინერის მეპატრონე ელოდება.

ბეჭდვა