პატრიარქი - ღვთის მადლი ზურაბ ჭავჭავაძის კულტურასა და ინტელექტში ჩანდა
პატრიარქი - ღვთის მადლი ზურაბ ჭავჭავაძის კულტურასა და ინტელექტში ჩანდა
15:16 04.05.2012
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმწინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მიმდინარე გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას,  80-იანი წლების ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის საქმიანობაზე ისაუბრა.

როგორც პატრიაქრმა აღნიშნა, ღვთის მადლი ამ პიროვნების კულტურასა და ინტელექტში ჩანდა.

უწმინდესის თქმით, როდესაც ზურაბ ჭავჭავაძემ პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო, პატრიარქმა უთხრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო.

„მან მიპასუხა - მინდა პოლიტიკაში ვიყო, რადგან, როცა საქართველო თავისუფლებას მიიღებს, ჩვენი ხალხი მას მოუმზადებელი არ შეხვდესო. მას ეშინოდა იმის, რაც ბოლოს მართლა მოხდა, საუბარია თუნდაც აფხაზეთის, ცხინვალის, 9 აპრილის ტრაგედიასა და სხვა პრობლემებზე“ - აღნიშნა პატრიაქრმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ზურაბ ჭავჭავაძის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდიც.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის დაბადების 80-ე და აღსაყდრების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით პატრიარქის ფოტოების გამოფენა დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიის შემდეგ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნის საღამო გაიმართა. ნაჩვენები იქნა დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმი „ნათელი იგი“, რომელიც მამა-შვილის ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრებას ეძღვნება. ზურაბ ჭავჭავაძე 1989 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

ბეჭდვა