IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ეკლესიას ენდობა
IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ეკლესიას ენდობა
18:19 03.05.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ეკლესიას ენდობა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, 90% - ჯარს, 90% - პოლიციას, 71% - პრეზიდენტის აპარატს, პარლამენტს - 69%, მთავრობას - 68%, საგანმანათლებლო სისტემას - 67%, ქართულ მედიას - 66%, ეროვნულ ბანკს - 62% ენდობა.
პროკურატურის ინფორმაციას - 54% ენდობა, ადგილობრივ ხელისუფლებას - 54%, სასამართლოს - 51%, მმართველებს - 46%, სახალხო დამცველის აპარატს - 41%, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - 41%, პოლიტიკურ პარტიებს - 40%, კონტროლის პალატას - 36%, სავაჭრო გაერთიანებებს კი - 21%.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 18 წლის ასაკის ზემოთ 4 ათას 6 მოქალაქე.

ბეჭდვა