დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს იარაღის გამოყენების უფლება ექნებათ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს იარაღის გამოყენების უფლება ექნებათ
16:38 03.05.2012
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს იარაღის ტარებისა და გამოიყენების  უფლება ეძლევათ. ამის თაობაზე ცვლილება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” კანონში შედის.

კანონპოექტის თანახმად, სააგენტოს თანამშრომლებს გამიზნული გასროლის უფლებაც ექნებათ.

ცვლილებების თანახმად, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში. გამაფრთხილებელი გასროლაც დასაშვებია.

კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვის სამინისტროა.

ბეჭდვა