საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს ყველაზე მეტად ომის ეშინია.
კვლევის შედეგებით, რუსეთის ზემოქმედების შიში - 7%-ს აქვს, რუსეთთან ომის 6%-ს, არასტაბილური მდგომარეობის - 6%-ს, ეკონომიკური კრიზისის - 5%-ს, ტერიტორიების დაკარგვის - 5%-ს, მშვიდობის დაკარგვის კი - 4%-ს.
კვლევაში გამოკითხულთა 3%-ს სიღარიბის ეშინია. უმუშევრობის შიში - 3%-ს, მომავლის შიში კი, - 2% აქვს, შიმშილის - 1%-ს, ხოლო არაფრის შიში - 4%-ს აქვს.
კვლევა მიმდინარე წლის 20 მარტიდან 6 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა სულ 18 წლის ასაკის ზემოთ მყოფი 4006 მოქალაქე.
